აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 15 სექტემბრის N64, N66, N67 და N68 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა შემდეგი საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები: „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები,“ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის,“ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა.“
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიების რეგისტრაცია. რეგისტრირებულია 15-ვე საარჩევნო სუბიექტის სია.
სიების გადამოწმებისას დაფიქსირდა რამდენიმე ტექნიკური ხასიათის შეცდომა, ასევე უზუსტობები კანონით დადგენილი ასაკობრივი ზღვარის გამო,(დეპუტატობის კანდიდატის ასაკი უნდა იწყებოდეს 25 წლიდან ) რამაც გამოიწვია ხუთი საარჩევნო სუბიექტის რამდენიმე კანდიდატისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმა(სიიდან იქნა ამოღებული). თუმცა ხარვეზების გამოსწორების შემდეგ ყველა საარჩევნო სუბიექტმა, პარტიულ სიებთან დაკავშრებით დააკმაყოფილა კანონით დადგენილი მოთხოვნები.
უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულებით (N49, N50, N51, N52, N53, N55, N56, N57, N58, N60, N62, N64, N66, N67 და N68) რეგისტრაციაში გატარდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე 15-ვე საარჩევნო სუბიექტის პარტიული სია.