უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ამოიწურა პარტიული სიების წარდგენის ვადა. ბოლო მონაცემებით უსკოში პარტიული სია წარადგინა 15-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათ შორისაა 11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი. ესენია:
1."უსუფაშვილი - რესპუბლიკელები";
2."დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის";
3."ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები";
4."შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია";
5.საარჩევნო ბლოკი "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა";
6."საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია";
7."დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი";
8."ეროვნული ფორუმი";
9.საარჩევნო ბლოკი „ჩვენები - სახალხო პარტია“;
10."ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
11.”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო";
12.საარჩევნო ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“;
13."მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე - ემსახურე საქართველოს“;
14.საარჩევნო ბლოკი "თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო“;
15."თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“.
უსკოს შესაბამის სამსახურს პარტიული სიების გადასამოწმებლად 10 დღიანი ვადა აქვს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გამოსასწორებლად პარტიებს 3 დღე ექნებათ.
უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ იმ პარტიებს რომლებმაც არ წარმოადგინეს პარტიული სიები, თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდებათ რეგისტრაცია.
2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოში ჯამში 20 სუბიექტია რეგისტრირებული, ამათგან პარტიული სია წარმოადგინა 15-მა სუბიექტმა.
სიები არ წარმოუდგენიათ შემდეგ პარტიებს:
"კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო";
„საქართველო;“
"კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი";
"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი;“
“სახალხო ხელისუფლება".