უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა 6 სექტემბრის სხდომაზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დანამატების ოდენობა განსაზღვრეს.
განკარგულების შესაბამისად აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის ერთჯერადად გაიცემა დანამატი, რომლის ოდენობაც განისაზღვრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №373/2016 განკარგულებით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოების 50%-ით.
„სამწუხაროდ წინა წლებში ვერ ხერხდებოდა დანამატის გაცემა, კანონში შესაბამისი ჩანაწერის არარსებობის გამო. იმიტომ განვუსაზღვრეთ დანამატები რომ ისინი, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიები სრულად არიან ჩართულები არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესში, იგივე დოზით უწევთ მონაწილეობა.. მითუმეტეს მაშინ როცა აჭარაში ორი არჩევნები ტარდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გაგვეცა აღნიშნული დანამატი. დანამატები გაიცემა უსკოს ბიუჯეტიდან“ - განაცხადა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
50%-იან დანამატს მიიღებენ აჭარაში არსებული 347-ვე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და წევრები.