აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

5 სექტემბრის სხდომის შედეგები
05 სექტემბერი 2016

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომაზე, წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.

დადგენილებით განისაზღვრა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების წესი. უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ჯამში 25 პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული (სულ 20 სუბიექტი - 9 გაერთიანებულია 4 საარჩევნო ბლოკში, 16 კი დამოუკიდებლად მონაწილეობს). აქედან 24 პარტია უმაღლესი საბჭოს პარალელურად საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობს. დადგენილების შესაბამისად, მათ მიენიჭებათ იგივე რიგითი ნომრები, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიანიჭა.

რაც შეეხება პოლიტიკურ გაერთიანებებს: „ემსახურე საქართველოს“ და „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო“(აღნიშნული პარტია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ბლოკშია გაერთიანებული. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კი დამოუკიდებლად მონაწილეობს) - მათ უსკო რიგით ნომრებს წილისყრით მიანიჭებს. ხელვაჩაურის მაჟორიტარულ ოლქში, წილისყრით მიენიჭება ნომერი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს.

განკარგულებით დამტკიცდა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრის დროებითი მოწმობა, უსკოს წარმომადგენლის, საარჩევნო ბიულეტენის დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლის მოწმობები, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.(განკარგუელაბა N33 დანართი1 დანართი2)

გამოცხადდა საბუთების მიღება აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლის ვაკანტურ პოზიციებზე. მსურველებმა უნდა მიმართონ უსკოს აპარატის საკადრო სამსახურს 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე. (მის.: გოგებაშვილის 2) განცხადებისა და წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება უსკოს ვებ-გვერდზე www.sec.ge (განკარგულება N34)

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016