აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ნეიტრალური საქართველო,“ სახელწოდებით - „კვარაცხელია - სოციალისტები“ რეგისტრაცია გაუუქმა. 2016 წლის 12 აგვისტოს უსკოს თავმჯდომარის N20 განკარგულების ბათილად ცნობას წინ უძღოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 30 აგვისტოს მიღებული განკარგულება, რითაც „კვარაცხელია - სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოიხსნა.(თავმჯდომარის განკარგულება N40) რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აჭარის ა.რ.უმაღლესი საბჭოს 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ რეგისტრაციაში გატარების ერთ ერთი საფუძველი ბათილად იქნა ცნობილი.
პოლიტიკური გაერთიანების „კვარაცხელია - სოციალისტები“ რეგისტრაციის ბათილად ცნობამ გამოიწვია საარჩევნო ბლოკის „კვარაცხელია - სოციალისტური საქართველო“ რეგისტრაციის გაუქმების აუცილებლობა. რადგან, კანონმდებლობის შესაბამისად თუ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, უსკოს თავმჯდომარის N41 განკარგულებით რეგისტრაცია გაუუქმდა საარჩევნო ბლოკს - „კვარაცხელია - სოციალისტური საქართველო“ (გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ და „ნეიტრაული საქართველო“).მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ კი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.
3 სექტემბრის მდგომარეობით უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 4 საარჩევნო ბლოკი(გაერთიანებული 9 პარტია) და 16 პოლიტიკური პარტია.
საარჩევნო ბლოკები:
1. „ პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ (გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: "ახალი მემარჯვენეები", "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის",და"სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო");
2. „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ (გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: „თოფაძე - მრეწველები“ და „ჩვენი სამშობლო“);
3. „ჩვენები - სახალხო პარტია“(გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები:“სახალხო პარტია“ და „ჩვენები“);
4. „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“(გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები: „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“);