აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი.“(განკარგულება N30 29.08)
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 28 სექტემბერს იწურება, დამკვირვებელთა სიის წარდგენა კი 3 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს - 1-ლი ოქტომბერი არის ბოლო თარიღი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის. 6 ოქტომბერს კი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების წარდგენის ვადა იწურება.
მედია საშუალებებმა წარმომადგენლების აკრედიტაციისთვის უსკოს 5 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ.