24 აგვისტოს სხდომაზე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა რამდენიმე პროცედურულ საკითხზე იმსჯელეს.
მათ შორის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ. დადგენილებით უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლების ოლქებსა და უბნებში (საჭიროების შემთხვევაში) სხდომებზე დასწრების უფლება განესაზღვრა. ასევე იმსჯელეს პროცედურაზე, რომლის თანახმადაც საუბნო საარჩევნო კომისიები ვალდებული არიან, შემაჯამებელი ოქმები შედგენისთანავე გადაუგზავნონ უსკოს. ოლქებმა კი უმაღლეს საარჩევნო კომისიას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია კომისიაში შესულ საჩივრებსა და განცხადებებთან დაკავშირებით.
უსკოს წევრებმა იმსჯელეს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით დადგენილებაზე. საქმე ეხება, იმ მაჟორიტარებსა და პროპორციული სიით გამარჯვებულ კანდიდატებს, რომლებმაც უსკოში ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უნდა წარადგინონ. „აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის თანახმად, არჩევნების შემდეგ გამარჯვებულ მაჟორიტარებს უსკოში ნარკოლოგიური შემოწმების 2 ცნობა უნდა წარედგინათ(ერთი უსკოსთვის, მეორე ოლქისთვის) თუმცა დღეს მიღებული დადგენილებით კანდიდატებს შეეძლებათ მხოლოდ ერთი ცნობის წარდგენა.