აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

16 აგვისტოს სხდომის შედეგები
16 აგვისტო 2016

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 16 აგვისტოს სხდომაზე კომისიის წევრებმა ორ ძირითად საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის საწვავის ლიმიტისთვის ხარჯების გამოყოფის შესახებ განკარგულებასა და საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

განკარგულებით საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა საარჩევნო ღონისძებების გრაფიკი. დაზუსტდა საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების ვადები, განისაზღვრა საწყისი და საბოლოო თარიღი(2 სექტებრიდან 8 სექტემბრამდე), ასევე დაზუსტდა პარტიული სიების წარმოდგენის წესები.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისთვის უსკოს  28 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. 16 აგვისტოს მდგომარეობით, რეგისტრირებულია 26 საარჩევნო სუბიექტი.  „ემსახურე საქართველოსა“ და „ერთიანობის დარბაზს“ კი ვადა 19 აგვისტომდე აქვთ, მათ უსკოში 3000-3000 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარადგინონ.

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს ბლოკების შექმნისთვის ვადა 26 აგვისტომდე აქვთ.

საარჩევნო სუბიექტებმა უსკოში 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ პარტიული სიები. 

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016