ხვალ, 7 აგვისტოს, 12 საათზე გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა. სხდომის სავარაუდო დღის წესრიგი:
1. განკარგულება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმის დამტკიცების შესახებ;
2. განკარგულება – უსკოს წევრებისათვის, აპარატის თანამშრომლებისათვის და უსკოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილი თანამშრომლებისათვის არჩევნების პერიოდში გაწეული არასამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების შესახებ;
3. განკარგულება – საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის არჩევნების პერიოდში გაწეული არასამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების შესახებ;
4. განკარგულება – უმაღლეს საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი'' 281 მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, კომისიის სხვა წევრთა ხელფასის განსაზღვრის შესახებ;
5. განკარგულება – საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის დამხმარე პერსონალის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ;