25 მაისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა. სხდომაზე მსჯელობა გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ'' ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელიც 2007 წლის 18 აპრილს იქნა მიღებული. შეტანილი ცვლილების მიხედვით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიმდინარე ხარჯებს უსკოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საარჩევნო კომისია.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ'' აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე კომისიამ მიიღო განკარგულება ,,უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ხარჯების დამტკიცების შესახებ''.