უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე IRI-ს საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდა. პარმენ ჯალაღონიამ ჯესიკა ქეთრინ ნეშისა და მილან კუქსას კითხვებს უპასუხა, რაც ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდს უკავშრდებოდა. IRI-ს საერთაშორისო დამკვირვებლები აჭარასა და გურიაში 2016 წლის 8 ოქტომბრის, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს დააკვირდებიან.