აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

შეხვედრა საოლქო საარჩევნო კომისიებთან
28 ივლისი 2016

  უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აჭარის მუნიციპალიტეტების საოლქო საარჩევნო კომისიებთან გამართა შეხვედრა. პარმენ ჯალაღონია, მოადგილესა და კომისიის წევრთან ერთად, ასევე აპარატის სხვა თანამშრომლებთან ერთად ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2016 წლის 8 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის მოსამზადებელ ღონისძიებებს. განიხილეს საკითხები, რამაც ოლქებისა და უსკოს კოორდინირებული მუშაობა უნდა უზრუნველყოს. ისაუბრეს ოლქებში უსკოს წარმომადგენლის დანიშნვის საკითხზეც, რაც არჩევნების დღეს შემაჯამებელი ოქმების უსკოსთვის ოპერატიულად მიწოდების საკითხს უზრუნველყოფს. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მომდევნო შეხვედრა ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016