აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

უსკოს სამუშაო შეხვედრა ოლქების თავმჯდომარეებთან
15 ივლისი 2016

  უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრები აჭარის ტერიტორიაზე არსებული ოლქების თავმჯდომარეებს შეხვდნენ. დამხმარე და ძირითადი საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელებთან ერთად უსკოს წევრებმა წინასაარჩევნო პერიოდი და 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მოსამზადებლად აუცილებელი საკითხები განიხილეს. ოლქების თავმჯდომარეებმა ისაუბრეს მატერიალურ-ტექნიკურ საჭიროებებსა და ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე. საუბარი შეეხო კენჭისყრის დღეს, შემაჯამებელი ოქმების უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის ოპერატიულად მიწოდების საკითხს. შეგახსენებთ, 2016 წლის 8 ოქტომბერს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016