აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას დღეიდან ახალი თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პარმენ ჯალაღონია (დადგენილება) კომისიის წევრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წარუდგინა. ავთანდილ ბერიძემ უსკოს წევრებს დღესვე გააცნო კომისიის ახალი წევრი სოფიო კახაძე (დადგენილება). პარმენ ჯალაღონია უკვე შეხვდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს და მათ წარმატებული თანამშრომლობა უსურვა. ამ ეტაპზე უსკოს ახალი თავმჯდომარე აპარატისა და კომისიის მუშაობას ეცნობა. რამდენიმე დღეში უმაღლესი საარჩევნო კომისიის მორიგი სხდომა დაინიშნება.