აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

30 ივნისის სხდომის შედეგები
30 ივნისი 2016


უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციაში. წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს.
განკარგულებით განისაზღვრა ის სამედიცინო დაწესებულება (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო), სადაც მაჟორიტარობის კანდიდატები მხარდამჭერთა სიების წარმოდგენისას, ხოლო დეპუტატობის კანდიდატები 8 ოქტომბრის შემდეგ, არჩევის შემთხვევაში გაივლიან ნარკოლოგიურ შემოწმებას.
უსკომ დღესვე გამოსცა განკარგულება და განსაზღვრა სამი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის (N68, N69, N70), რომლებიც ცესკოს განკარგულების შესაბამისადაა შექმნილი. დანარჩენი სამი მაჟორიტარული ოლქის შექმნის საკითხი დარეგულირდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ შესაბამისი ცვლილების განხორციელების შემდეგ.
დღესვე დადგინდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე შექმნილ სამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ N-68 ოლქში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს მინიმუმ 525 მხარდამჭერის ხელმოწერა დასჭირდება, N69 ოლქში - 522, ხოლო N70-ში - 519 ხელმოწერა. განკარგულება (დანართი)
უსკოს წევრებმა იმსჯელეს საჯარო ინფორმაციის პროაქტირული გამოქვეყნების წესთან დაკავშირებით და დადგენილებით (დანართი) განსაზღვრეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი. დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს ასევე საარჩევნო დოკუმენტაციის, (განკარგულება)  კერძოდ პარტიული სიის ფორმა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016