დღეს, 12 საათზე უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩილ მიქელაძისა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის ახლადდანიშნული 11 წევრის შეხვედრა შედგა. უსკოს ახალმა შემადგენლობამ ისაუბრა 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის დასაგეგმ ღონისძიებებსა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ არასამთავრობო სექტორთან, მედიასა და სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე.
დღესვე, კომისიის თავმჯდომარეს შეხვედრა ჰქონდა ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, მანუჩარ გამყრელიძესთან სხვადასხვა საარჩევნო პროცედურული საკითხების შესახებ.