11 ივნისს ამოიწურა იმ პოლიტიკური პარტიების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრთა დანიშვნის ვადა, რომელთაც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ'' კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნისა. ზემოთაღნიშნულის შესაბამისად კომისიის წევრები დანიშნეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა:
1.,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - მაკა ლომაძე;
2. ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია" - ირაკლი გვარამია;
3. მპგ ,,თავისუფალი დემოკრატები" - შორენა ჭაღალიძე;
4. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - კახაბერ ჯაიანი;
5. მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - ფიქრია აფაქიძე;
6. პოლიტიკური მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - მამუკა ჯაში;
7. მპგ ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - ნუგზარ ბაჯელიძე.
ამდენად, 12 ივნისისათვის უმაღლესი საარჩევნო კომისია სრული 13 კაციანი შემადგენლობით შეუდგა მუშაობას 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის წინასაარჩევნო რეჟიმში.