7 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა. სხდომაზე კომისიამ მიიღო შემდეგი დადგენილებები:
დადგენილება - ,,კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ'';
დადგენილება - ,,მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებითი წესის განსაზღვრის თაობაზე'';
დადგენილება - ,, უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ'' და შემდეგი განკარგულებები:
განკარგულება - ,, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე გასაცემი დანამატის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ'';
განკარგულება - ,,უმაღლესი საბჭოს 2016 წლის არჩევნების პერიოდში უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების, შტატგარეშე მოსამსახურეების რაოდენობისა და სახელფასო განაკვეთის განსაზღვრის შესახებ''.
07.06.2016.