2016 წლის 11 აპრილს დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია. გამოცდები ჩატარდება მიმდინარე წლის 19 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი (ცესკოს შენობა).