2015 წლის 26 სექტემბრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2015 წლის 3 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge
დაწვრილებითი ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ, ასევე სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები გამოქვეყნებულია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.cesko.ge; www.electionreforms.ge)
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ბატონ ზურაბ ლუაშვილს - (სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი). საკონტაქტო ტელეფონი: 599 95 83 83