აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

2 სექტემბრის სხდომა
02 სექტემბერი 2015

2015 წლის 2 სექტემბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით, კომისიამ იმსჯელა უსკოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევის შესახებ.

უსკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დასახელებულ იქნა გუგული დუაძისა და ზურაბ გოლიაძის კანდიდატურები. კენჭისყრის შედეგად უსკოს თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩა, რადგანაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საკმარისი რაოდენობა, შედეგად უსკოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად უსკოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევამდე გახდა გუგული დუაძე, რომელმაც სახელობითი კენჭისყრის დროს ხმათა მეტი რაოდენობა დააგროვა.

უსკოს მდივნის ასარჩევად დასახელებულ იქნა ორი კანდიდატურა - თამარ ხოზრევანიძე და რამაზ გოლომონიძე. სახელობით კენჭისყრაზე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საკმაო რაოდენობა. ხმათა თანაბრობის გამო ჩატარდა წილისყრა ორ წარმოდგენილ კანდიდატს შორის, შედეგად უსკოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი უსკოს მდივნის არჩევამდე გახდა თამარ ხოზრევანიძე

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016