5 აგვისტოს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიამ მიიღო შემდეგი განკარგულებები: ,,საარჩევნო ოლქის შექმნის მათი საზღვრების და ნომრების განსაზღვრის შესახებ'', ,,საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის წესის, პირობებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე'' , ,,საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის შესახებ'', ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე'', ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცების შესახებ'' და ,,ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ.''