21 სექტემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საკითხი განიხილა. კომისიამ იმსჯელა საარჩევნო ბლოკის ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება’’ წარმომადგენლების გურამ სალაძის და ვლადიმერ ხუბულავას საჩივრის შესახებ ,,ბათუმის N-79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 2012 წლის 19 სექტემბრის N-16/2012 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ’’, განიხილა ასევე მათივე საჩივრები ,,ბათუმის N-79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 2012 წლის 19 სექტემბრის N-15/2012 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ’’ და ,,N-79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციის გაცემის დავალდებულების შესახებ’’.
ასევე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულებები ,,საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სადემონსტრაციო და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების შესახებ’’ და ,,საარჩევნო ბიულეტენების ტექსტის დამტკიცების შესახებ’’.