16 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არჩილ მიქელაძემ გია გარსევანიშვილთან (უსკოს თავმჯდომარის მოადგილე), ასლან ჩავლეიშვილთან (უსკოს წევრი) და მამუკა ჯაშთან (უსკოს წევრი, პ/გ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“) ერთად ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია და ამ ოლქში შემავალი უბნები მოინახულა. ისინი გაეცნენ მდგომარეობას საარჩევნო უბნებზე და განიხილეს 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის მზადების პროცესი.