აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

განცხადება უსკოს წარმომადგენელთა შერჩევის შესახებ
16 სექტემბერი 2012

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიებში უსკოს წარმომადგენლების შერჩევის მიზნით იწყებს წარმომადგენლობის მსურველ პირთა განაცხადების მიღებას.


უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლობის მსურველმა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელშიც უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი, საკონტაქტო მისამართი, იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც სურს წარმომადგენლობა და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:


ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;


ბ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის -თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;


გ) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);


დ) ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3\4.
განცხადებები მიიღება 18-19 სექტემბერს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე უსკოს აპარატის კადრების სამსახურში.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016