14 სექტემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურ მდივანს, პოლ ოკონორს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს მზადების პროცესი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.