უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დასრულდა პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი კანდიდატების რეგისტრაცია. კანონით დადგენილ ვადებში უსკოში პარტიული სიები არ წამოუდგენიათ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს: ,,სახალხო მოძრაობა’’, ,,ჯონდი ბაღათურია -ქართული დასი’’ და ,,ხალხის პარტია’’, რის გამოც მათ გაუუქმდათ საარჩევნო რეგისტრაცია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 1 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია შემდეგი საარჩევნო სუბიექტების პარტიული სიები:
1.,,კახა კუკავა- თავისუფალი საქართველო’’;
2.,,შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია’’;
3.,,ახალი მემარჯვენეები’’;
4.,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს’’;
5.,,სამართლიანი საქართველოსთვის’’;
6.,,დემოკრატიული სიმართლის პარტია’’;
7.საარჩევნო ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება’’;
8.საარჩევნო ბლოკი ,,გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება’’.
იხილეთ: