მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, 12.00 საათზე უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა აჭარის საარჩევნო ოლქების თავმჯდომარეებისა და უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც.
შეხვედრაზე ისაუბრეს 2012 წლის 1 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის მიმდინარე საარჩევნო პროცედურებზე და იმსჯელეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარების გეგმებზე, ასევე ტექნიკური კუთხით ოლქების მოწყობის, უბნების მზადყოფნისა და საარჩევნო დოკუმენტაციის მომზადებისა და სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის შესახებ. შეხვედრაზე აჭარის ოლქის თავმჯდომარეებმა უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიაწოდეს სრული ინფორმაცია ამ დროისათვის ოლქში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს, რომელიც ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესების უკეთ დაგეგმარებაში დაეხმარება და ზოგადად ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.