დღეს, 18 საათზე, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიებისა და და მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა. უსკოში პარტიული სია 8 საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინა. ესენი არიან:
რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, რომლებსაც უმაღლეს საარჩევნო კომისიაში არ წარმოუდგენიათ პარტიული სია და მაჟორიტარი კანდიდატები:
უმაღლეს საარჩევნო კომისიას პარტიული სიების განხილვისა და რეგისტრაციაში გატარებისათვის დრო 6 სექტემბრამდე აქვს. უსკოს სათანადო სამსახური შეისწავლის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარმოდგენილ პარტიულ სიებსა და მაჟორიტარი კანდიდატების მონაცემებს და დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიისა და ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტებს ეძლევათ 3 დღე სიისა და საბუთების სრულყოფისათვის.
უსკოს თავმჯდომარე 6 სექტემბერამდე რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიასა და პარტიის/ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. არჩევნებამდე არაუგვიანეს 25-ე დღისა უსკო პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ოფიციალურად აქვეყნებს არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში.