აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

28 აგვისტოს სხდომის შედეგები
28 აგვისტო 2012

28 აგვისტოს, აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში გაიმართა სხდომა, რომელზეც კომისიამ განიხილა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში  მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის  საკითხი.  შეგახსენებთ, რომ უსკომ  21 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოიყენონ იგივე რიგითი ნომრები, რაც მიენიჭათ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტს არ სურდა იგივე რიგითი ნომრის დატოვება, მას უნდა მიემართა უსკოსათვის განცხადებით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა და კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა უნდა მიეღო წილისყრაში.

      ვინაიდან, არცერთ   საარჩევნო სუბიექტს  არ მოუმართავს უმაღლესი საარჩევნო კომისიისათვის,  დარჩა მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტი (,,დემოკრატიული სიმართლის პარტია’’), რომელიც არ მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში  და აქედან გამომდინარე, მას უსკოს მიერ  განესაზღვრა რიგითი ნომერი.

  ცესკოს ინფორმაციით,  საქართველოს პარლამენტის 2012 წლის  1 ოქტომბრის არჩევნებში  მონაწილე საარჩევნო სუბიქტებისათვის  მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომერია -42.  აქედან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტს  ,,დემოკრატიული სიმართლის პარტია’’ მიენიჭა რიგითი ნომერი 43.

დღევანდელ სხდომაზე განკარგულებით  განისაზღვრა რიგითი ნომრები აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე   შემდეგი საარჩევნო სუბიექტებისათვის: 

N-1 -პოლიტიკური გაერთიანება  ,,კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო’’ ;

N-5 -  პოლიტიკური გაერთიანება  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს“;

N-9 -  ,,სამართლიანი საქართველოსთვის ‘’;

N-10 -საარჩევნო ბლოკი „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება “ ;

N-17  - ,, სახალხო მოძრაობა’’;

N-18 - ,,ხალხის პარტია’’;

N -23 - ,,ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“;

N-24 - ,,ახალი მემარჯვენეები“ ;

N-38- ,,შალვა ნათელაშვილი -საქართველოს ლეიბორისტული პარტია’’ ;

N-41- საარჩევნო ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნება’’;

N-43 - ,,დემოკრატიული სიმართლის პარტია’’.

 

დღევანდელ სხდომაზე  კომისიამ განკარგულებით მიიღო   ასევე ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა.

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016