22 აგვისტოს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე შეხვდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიან საარჩევნო დამკვირვებლებს, სარა გრებაუსკს, სემ გარიზსა და რაბია ღადაბანს. შეხვედრაზე ისაუბრეს მოსამზადებელ სამუშაოებზე 2012 წლის 1 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის.