21 აგვისტოს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე და კომისიის მდივანი ქეთევან ჯიქია შეხვდნენ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიან წარმომადგენელს, მარია ბაბიჩს. შეხვედრაზე განიხილეს მზადების პროცესი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.