აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

21 აგვისტოს სხდომის შედეგები
21 აგვისტო 2012



უმაღლესმა  საარჩევნო კომისიამ 21 აგვისტოს სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოიყენონ იგივე რიგითი ნომრები, რაც მიენიჭათ   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.  თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტს  არ სურს იგივე რიგითი ნომრის დატოვება, მათ უნდა მიმართონ უსკოს  არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა და   კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა უნდა მიიღონ წილისყრაში.  

სხდომაზე ასევე დამტკიცდა ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმა, კერძოდ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენლების ბარათი, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის მოწმობა, ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა და  სხვა ფორმები.

კომისიამ დაამტკიცა პროპორციული და მაჟორიტარული ბიულეტენების ფორმები აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის, რომლებიც იქნება განსხვავებული ფერის საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენებისაგან.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 აგვისტოს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობისათვის უსკოში დარეგისტრირებულია 9 პოლიტიკური პარტია  და  2 საარჩევნო ბლოკი. კერძოდ:

1.                  ,,კახა კუკავა -თავისუფალი საქართველო’’;

2.                  ,,შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბოტისტული პარტია’’;

3.                  ,,სახალხო მოძრაობა’’;

4.                  ,,ახალი მემარჯვენეები’’;

5.                  ,,ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი’’;

6.                  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს’’;

7.                  ,,ხალხის პარტია’’;

8.                  ,,სამართლიანი საქართველოსთვის’’;

9.                  ,,დემოკრატიული სიმართლის პარტია’’

10.              საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“;

11.               საარჩევნო ბლოკი  გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება’’.





კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016