19 აგვისტოს, 18 საათზე აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ამოიწურა საარჩევნო ბლოკების
დარეგისტრირებაზე განცხადების შემოტანის ვადა. საარჩევნო სუბიექტები, კანონით დადგენილი წესით განკარგულებით დაარეგისტრირა უსკოს თავმჯდომარემ. კერძოდ დარეგისტრირებულია ორი საარჩევნო ბლოკი:
1 . საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ და მისი წარმომადგენლები: კახაბერ სოფრომაძე და გუგული დუაძე (განკარგულება N18). ბლოკის სუბიექტები არიან:
2. საარჩევნო ბლოკი „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება’’ და მისი წარმომადგენლები: შაირან დავითიანი და ნაზი მახათაძე. (განკარგულება N20) ბლოკის სუბიექტები არიან:
ასევე უფლებამოსილება შეუწყდათ საარჩევნო ბლოკ ,,გიორგი თარგამაძე - ქრისტიანულ-დემოკრატიული გაერთიანება''ში გაერთიანებულ შემდეგი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს:
,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა'' - დავით სამნიძე;
,,საქართველოს ევროპელი დემოკრატები'' - გიორგი გაბუნია და ანი ლომთათიძე.