2012 წელს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარებისას, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესი რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და კანონით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ:
ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკვირვებას ახორცილებენ ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკო. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, დამკვირვებელი ორგანიზაცია, თუ იგი რეგისტრირებულია ცესკოს მიერ, უსკოში დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს. ასეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციები აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში წარმოადგენენ შესაბამის განკარგულებას რეგისტრაციის შესახებ და ნიშნავენ დამკვირვებელს აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში. უსკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში.