2012 წელს საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარებისას, მედიის აკრედიტაციის წესი რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კოდექსითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით ,,აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ’’. იმ საინფორმაციო საშუალებებმა, რომლებიც აკრედიტებული არ არიან ცესკოს მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების და ასევე უსკოს სხდომაზე დასწრების მიზნით აკრედიტაცია უნდა გაიარონ უსკოში. ცესკოში აკრედიტებულმა მედია საშუალებებმა, რომელთაც სურვილი აქვთ დაესწრონ უსკოს სხდომებს, რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ უსკოს.