13 აგვისტოს სხდომაზე აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა დაამტკიცა. ასევე მოხდა ცვლილებებისა და დამატებების შეტანა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერ ინსტრუქციაში. სხდომაზე კომისიამ დადგენილებით მიიღო ცვლილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში.