7 აგვისტოს სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის დოკუმენტაციის სხვადასხვა ფორმები მიიღო. კერძოდ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციები, ასევე დამტკიცდა საარჩევნო დავებზე საჩივრების განხილვის ფორმები, უსკოს აპარატში საჯარო რეესტრის ფორმები და სხვა საარჩევნო დოკუმენტაციები. კერძოდ კომისიამ მიიღო: 1. დადგენილება - უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადება/საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების აღმწერი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ; 2. დადგენილება - საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით უსკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ; 3. განკარგულება - საარჩევნო კომისიებში საარჩევნო დავებზე საჩივრის განხილვისას მხარის ტექნიკური საშუალებებით დაბარების აქტის ფორმის დამტკიცების თაობაზე; 4. განკარგულება - უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციის შინაარსისა და ფორმის (ანკეტის) დადგენის შესახებ; 5. განკარგულება - უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში საჯარო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ; 6. განკარგულება - ზოგიერთი საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმის დამტკიცების შესახებ;