აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

3 აგვისტოს სხდომის შედეგები
03 აგვისტო 2012
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 3 აგვისტოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.

დღესვე განისაზღვრა აჭარის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილება/გამოყენების და  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის არჩევნების პერიოდში დანამატის გაცემის წესი;

ასევე განისაზღვრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის სადეპოზიტო ანგარიშის დადგენისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის მიერ უსკოს ანგარიშზე დეპოზიტის განთავსების წესი;

დამტკიცდა ასევე ზოგიერთი  საარჩევნო დოკუმენტაციის დამტკიცების წესი და განკარგულებით დადგინდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების წესი;

კომისიამ განკარგულებით განსაზღვრა ასევე 2012 წლის არჩევნების პერიოდში უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების, შტატგარეშე მოსამსახურეების სახელფასო განაკვეთის რაოდენობა;
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016