2012 წლის 31 ივლისს ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მორიგი სხდომა. სხდომაზე კომისიამ იმსჯელა 2012 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ და მიიღო შემდეგი დადგენილებები: 1. დადგენილება - ,,უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ''; 2. დადგენილება- ,,კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ''; 3. განკარგულება - ,, უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2012 წლის ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის შესახებ''; 4. განკარგულება - ,, უმაღლესი საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ''.