1 აგვისტოს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა. სხდომაზე კომისიამ მიიღო დადგენილება: ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2007 წლის 27 ივნისის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ'' და შემდეგი განკარგულებები: ,,უმაღლესი საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ'' და ,,უმაღლესი საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ.''