2011 წლის 20 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა. სხდომაზე კომისიამ მიიღო განკარგულება: ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ნაცვლად მისი ადგილმონაცვლის ცნობის შესახებ’’ და დადგენილება ,,უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ’’.