28 ივლისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიამ მიიღო დადგენილებები: ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ'', ,,კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახურის შექმნის შესახებ'' და განკარგულება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა პრემიის განაწილების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.''