ხელვაჩაურის N83 საარჩევნო ოლქის მთელ ტერიტორიასა და შუახევის N82 საარჩევნო ოლქის 7 უბანში განმეორებითი კენჭისყრა დაიწყო. ყველა უბანი 8 საათზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლებმა უკვე გააკეთეს არჩევანი. საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა კენჭისყრის პროცესმა შეუფერხებლად, სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩაიაროს, უბნები უზრუნველყოფილია ტექნიკური აღჭურვილობით, საჭირო რაოდენობის ბიულეტენებით, საკმარისი ოდენობის მარკირების სითხით.
კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას აკვირდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები.