11 ნოემბერს უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომაზე 16 ნოემბრის განმეორებითი კენჭისყრისა და 14 დეკმბრის ხელახალი მაჟორიტარული არჩევნებისათვის დაამტკიცეს საარჩევნო დოკუმენტაციის სხვადასხვა ფორმა. კომისიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს მალხაზ გვიანიძეს.
14 დეკემბრის ხელახალ მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების მიერ გამოყენებული სახსრების ანგარიშის მონიტორინგს განახორციელებს ფინანსური მონიტორინგის იგივე ჯგუფი, რომელიც უმაღლესი საარჩევნო კომისიის განკარგულებით 3 ნოემბრის არჩევნებისთვის შეიქმნა.