4 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომაზე განიხილეს პოლიტიკური გაერთიანება ,, მრეწველობა გაარჩენს საქართველოს" აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი ჯაშის საჩივარი, რომელითაც 2008 წლის 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდა, იმ მოტივით, რომ დაირღვა პარტიის როგორც კვალიფიციური სუბიექტის უფლება და არ მიეცათ წინასაარჩევნო პერიოდში უფასო საეთერო დროის გამოყენების საშუალება.
კომისიამ არ დააკმაყოფილა ეს საჩივარი უსაფუძვლობის გამო. (დაწვრილებით იხილეთ უსკოს განკარგულება N89 04.11)