აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

3 ნოემბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგები
04 ნოემბერი 2008

    აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები შედგა.   პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. უკვე ცნობილია წინასწარი მონაცემების შედეგები. უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ვალდებულება აიღო შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან 24 საათში გამოექვეყნებინა, თუმცა ეს გაცილებით ადრე მოხერხდა. წინასწარი მონაცემებით 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა
    პროპორციული სისტემით არჩევნების პირველადი შედეგები ასე გამოიყურება:

1. ,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია” (სეკპ) – 1.6% (2026)
2. პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული დასი” – 1.55% (1964)
3. პოლიტიკური მოძრაობა ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”(მგს) – 1.24% (1565)
4. პოლიტიკური გაერთიანება ,,ჩვენ თვითონ” – 2.07% (2620)
5. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 78.82% (99582)
10. ,,გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები” – 14.71% (18579)
          

   რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ამ დროისთვის ინფორმაცია მხოლოდ უბნების ნაწილიდან არის შემოსული, ამ მონაცემებით კი ექვსივე ოლქში  ლიდერობენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები.
    რაც  შეეხება საჩივრებს უბნებში შესულია 102 საჩივარი, ოლქებში კი 4. ყველა მათგანი დეტალურად განიხილება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.    არჩევნების საბოლოო შედეგები კანონის შესაბამისად გამოცხადდება არჩევნებიდან არაუგვიანეს 18 დღისა.
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
ვიდეო გალერეა
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016