აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საარჩევნო კომისია
 Untitled Document

ახალი ამბები

2017-06-27
27 ივნისის სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 27 ივნისის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე იმსჯელეს და ცვლილებები შეიტანეს უსკოს რეგლამენტში

2017-06-26
კონკურსის შედეგები
2017 წლის 22 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე (ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტი) გამოცხადებული კონკურსის მესამე ეტაპი - გასაუბრება.

2017-06-20
ინფორმაცია კონკურსის შესახებ
2017 წლის 18 ივნისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე (ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი,ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტი) გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი ტესტირება,რომელიც ელექტრონული ფორმით ჩატარდა. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო 48 კონკურსანტმა. მათ შორის მესამე,გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 17 კანდიდატი.

2017-06-16
კონკურსანტთა საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 18 ივნისს გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი-ტესტირება შემდეგი ვაკანტური თანამდებობებისათვის: ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტი.

2017-06-15
ინფორმაცია კონკურსის შესახებ
2017 წლის 15 ივნისს ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომა. დასრულდა პირველი ეტაპი კონკურსისათვის (ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსის, ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტის და ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე) სადაც შეჯამდა გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი (განცხადების გადარჩევა). კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა მონაცემების გადამოწმების შედეგად განისაზღვრა იმ კონკურსანტთა ჩამონათვალი, რომლებმაც გადალახეს კონკურსის პირველი ეტაპი და დაშვებულნი არიან კონკურსის მეორე ეტაპზე.

2017-06-13
ინფორმაცია კონკურსის შესახებ
2017 წლის 11 ივნისს დასრულდა განაცხადების მიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსისათვის. საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებადი ვებ გვერდის (www.hr.gov.ge) საშუალებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 127 კანდიდატი, რომელთა შორის 14 კანდიდატი დარეგისტრირდა სამივე ვაკანსიაზე, 29 კანდიდატი - ორ ვაკანსიაზე. დარეგისტრირებულ განაცხადთა საერთო რაოდენობამ 172 ერთეული შეადგინა.

2017-06-02
კონკურსი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
2017 წლის 2 ივნისს, გამოცხადდა კონკურსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე.

2017-05-23
23 მაისის სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 23 მაისის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე იმსჯელეს და დაამტკიცეს დადგენილება

2017-05-17
17 მაისის სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 17 მაისის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. კომისიამ დადგენილებით დაამტკიცა უმაღლესი საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარებისა და სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატის გამოვლენის წესი.

2017-03-02
სამუშაო შეხვედრები უსკოში
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია კომისიის წევრებთან პერიოდულ სამუშაო შეხვედრებს მართავს, რომელსაც აპარატის სხვა წევრებიც ესწრებიან. დღეს უსკოში რიგით მეხუთე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ უსკოს თავმჯდომარე კომისიის წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად განიხილავს. ცვლილებების პაკეტის, რეკომენდაციების მომზადების აუცილებლობა კანონში არსებული ხარვეზებით, ასევე შეუსაბამობებითაა გამოწვეული. დღეს სამუშაო ჯგუფმა კანონის მესამე თავის საკანონმდებლო პროცედურების დეტალური განხილვა დაასრულა. კანონის მუხლობრივი განხილვის და დამუშავების შემდეგ, მომზადდება სამუშაო ვერსია ცვლილებათა პროექტისა, რომელსაც უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამის კომისიას წარუდგენს.

2017-01-23
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში

2016-12-30
30 დეკემბრის სხდომა
30 დეკემბრის სხდომაზე უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე და მიიღო განკარგულება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2017 წლის ხარჯთაღრიცხვის დამტკიცების შესახებ’’.

2016-12-27
ახალი წლის მილოცვა

2016-12-16
16 დეკემბრის სხდომა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 16 დეკემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ ძირითად საკითხზე იმსჯელეს.

2016-11-28
უსკოს თავმჯდომარემ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მეოთხე მოწვევის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები წარადგინა. როგორც პარმენ ჯალაღონიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ და კანონის შესაბამის გარემოში, არ მომხდარა ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზეწოლა.

2016-11-17
უსკომ 2016 წლის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა
17 ნოემბრის სხდომაზე აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებმა აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამეს. აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 308 506, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 163 419-მა ამომრჩეველმა. 8 ოქტომბერს 5%-იანი ბარიერი გადალახა 4-მა საარჩევნო სუბიექტმა,

2016-11-11
11 ნოემბრის სხდომა
აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის 11 ნოემბრის სხდომაზე კომისიის წევრებმა ერთ ძირითად საკითხზე იმსჯელეს და დადგენილება მიიღეს. დადგენილებით განისაზღვრა უბნებსა და ოლქებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დაფინანსების საკითხი. ეს იმ შემთხვევაში თუ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ ტარდება რომელიმე სხვა არჩევნებთან ერთად.

2016-10-31
წინასწარი შედეგები შემაჯამებელი ოქმების მიხედვით
დასრულდა შემაჯამებელი ოქმების განთავსება უსკოს ვებ გვერდზე. გთავაზობთ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს 347+1 უბნის მიხედვით:

2016-10-30
კენჭისყრის დღის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი
დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა. დახურულია 348-ვე უბანი და დაწყებულია ხმის დათვლა. დახურვისას ხელვაჩაურის ოლქში 28-ე, 29-ე და 36-ე უბნებზე გაითიშა ელექტროენერგია, რამდენიმე წუთით, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა, შესაბამისად პრობლემა არ შექმნილა. რაც შეეხება წინასწარ პირველად მონაცემებს - უსკო ოქმების ატვირთვას ვებ გვერდზე დაახლოებით 22:00 საათიდან დაიწყებს, მას შემდეგ რაც უბნები შეაჯამებენ შედეგებს.

2016-10-30
ბრიფინგი 18 საათზე
ამომრჩეველთა აქტივობა და საჩივრებთან დაკავშრებით ზოგადი ინფორმაცია ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანმა გააცნო. სოფიო კახაძის განცხადებით ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე დაფიქსირდა რამდენიმე დარღვევა.ჯამში უბნებზე დაწერილია დაახლოებით 40 საჩივარი, ოლქებში კი 8.

8/22 «პირველი 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ბოლო»

კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ
საჩივრების რეესტრი
საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო ჟურნალი
ვიდეო გალერეა


უმაღლესი საარჩევნო კომისია - 2016